წელს პირველად საქართველოში Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი ტარდება. ის ამერიკული Forbes-ის ანალოგია. ღონისძებისთვის სპეციალური მოწვევით ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას კლეინერი ჩამოვიდა, რომელიც სამიტზე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს – “როგორ უნდა გავხდეთ მომავლის ლიდერი”. ისე ასევე დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა Forbes-ის ამერიკული გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ქართულ პროექტში გამარჯვებულებს გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. ევროპის სამიტი კი წელს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მაისის ბოლოს გაიმართება და ამ ოთხდღიან თავგადასავალს, Forbes საქართველოს Under 30-ის გამარჯვებულებიც შეუერთდებიან.
ინფორმაციისთვის, Forbes Georgia-ის ახალგაზრდული სამიტი დღეს, 11 მაისს, საღამოს 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტში ჩატარდება.
Forbes-ის რედაქციაში წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 370-მდე აპლიკაცია შევიდა, საიდანაც საუკეთესო კანდიდატები ჯამში 5 ნომინაციაში გადანაწილდა.