დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ფრთხილად ფიშინგი! ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები მაღალი ტემპით გაიზარდა

0
გაზიარება

“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები მაღალი ტემპით გაიზარდა. თაღლითებისგან შეტყობინებებს იღებს ასობით ადამიანი და სთხოვენ თანხის მისაღებად უშუალოდ მათ მიერ გაგზავნილ ლინკზე მონაცემების შეყვანას, ხშირ შემთხვევაში ესაა ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მიმსგავსებული გვერდი, სადაც მომხმარებელმა საკუთარი იუზერი, პაროლი ან ბარათის ნომერი უნდა შეიყვანოს. მონაცემებისა და ერთჯერადი კოდის მიღების შემდეგ თაღლითები ეუფლებიან პირის საბანკო ანგარიშს და ახდენენ ყალბ გადარიცხვას. შესაძლოა მათ ბანკისგან სესხიც მოითხოვონ და დამტკიცების შემთხვევაში კრედიტით მიღებული თანხაც საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხონ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც რეალიზატორებს გადახდებს ფულადი გზავნილით სთავაზობენ და უგზავნიან Western Union-ის გადარიცხვის ყალბ კოდს. ასევე ნამდვილს მიმსგავსებულ ინტერფეისს, სადაც მომხმარებელმა საკუთარი მონაცემები უნდა შეიყვანოს. მიღებული ინფორმაციით თაღლითები მოიპოვებენ წვდომას მომხმარებლის ინტერნეტ ბანკზე, რის შემდეგაც საკუთარ თავს ურიცხავენ იქ არსებულ თანხებს.

ფიშინგის რისკების შესახებ მომხმარებლებს საქართველოს საბანკო ასოციაცია აფრთხილებს. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გახშირებული შემთხვევების და მომხმარებლების მხრიდან საკუთარი საბანკო საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“კიბერუსაფრთხოების პრობლემა დგას ყველა ასაკობრივ ჭრილში. ეს არ არის მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებისთვის საფრთხე ან მხოლოდ ახალგაზრდებისთვის საფრთხე. ის მოიცავს ყველას. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ დღეს საბანკო სერვისების 98% უკვე სრულდება ონლაინ,”- აცხადებს ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა ქარჩავას განმარტებით, მომხმარებელმა წითელ ნიშნებს ყურადღება უნდა მიაქციონ.

“ხშირ შემთხვევაში გაქირავებისას უკავშირდებიან განცხადების ავტორს, რომ დაინტერესებული არიან უძრავი ქონების ქირაობით და დღესვე შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა, ოღონდ სურთ გადახდა სწრაფი ფულადი გზავნილის მეშვეობით. ამას თანხმდება გამქირავებელი. სწრაფი გზავნილის განაღდებას სჭირდება კოდი. ის ცდილობს თანხის განაღდებას ან ინტერნეტ ბანკში ან მიდის ოპერატორთან. ცხადია ეს გზავნილი არ იძებნება, რადგან ის არ არსებობს. უკავშირდება გამომგზავნს, რომელიც ეუბნება, რომ გზავნილი ნამდვილია და ის სპეციალური ბმულით უნდა გაანაღდოს, სადაც სთხოვენ საბანკო ბარათის სრულ ინფორმაციას ან იმას რომ ინტერნეტ ბანკით უნდა გაანაღდოს. ჩვენ ასეთ სქემებს ვხედავთ ყველგან. როდესაც არ ხდება კოდის განაღდება ტრადიციულ არხზე, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ საქმე გვაქვს წითელ შუქნიშანთან,”- განაცხადა ქარჩავამ.

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!