ეკონომიკადღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

გაძვირდება თუ არა სამშენებლო მასალები

0
გაზიარება

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, რომ გაზრდილი ფასების მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიმდინარე წლის I კვარტალთან შედარებით, მცირედით შემცირდა.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა თქვა, მოთხოვნა, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა ისინი მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეები არ არიან და საქართველოში უძრავი ქონების შეძენა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სურთ.

“უძრავი ქონების ფასი გაიზარდა, რადგან მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია. ამჟამად ბაზარზე მოლოდინია, რომ ფასი კიდევ გაიზრდება. ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი აღარ არის, თუმცა მოქალაქეებს სახლის შეძენის სურვილი  მაინც აქვთ. ბელარუსიდან და რუსეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს თავდაპირველად, უფრო იჯარით უნდოდათ უძრავი ქონების აღება. ამის შემდეგ იჯარის ფასი გაიზარდა, ასევე გართულდა ბინის პოვნა; ამან კი, გადააწყვეტინათ ქონების შეძენა. აღსანიშნია, რომ ქონების შეძენაზე მანამდეც იყო მოთხოვნა – ამის ინტერესი რუსეთიდანაც ბევრს ჰქონდა. სხვათაშორის, საკმაოდ მაღალი ფასის ქონებაზე იყო მოთხოვნა – 250 ათასი დოლარიდან 1.5 მლნ ლარამდე სეგმენტში”, – აცხადებს ის.

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციის შეფასებისას, ვაჟა მებაღიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მზარდი მოთხოვნის გამო, ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უძრავი ქონების შესაძენად გაზრდილი ფასის გადახდა უჭირთ.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იჩაგრებიან. მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენის სურვილი აქვს, ძალიან რთულდება ეს პროცესი. რთულია იპოთეკური სესხის აღება, გაძვირებულია სარემონტო სამუშაოების ფასი და ამ მასალებზე ფასის გაორმაგების მოლოდინი არსებობს. ეს საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს ქონების შეძენას ურთულებს”, – აცხადებს მებაღიშვილი.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!