დღის სიახლეებიმთავარი ამბებისიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

კოკა-კოლას გემიფიცირებული სამსელი-ახალი გემო “პიქსელების არომატით”

0
გაზიარება

1886 წლის 8 მაისს ქ. ატლანტაში შექმნილ პირველ კოკა-კოლას ორი სიტყვით ახასიათებდნენ: „გემრიელი და გამაგრილებელი“. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ინ დროიდან მოყოლებული დღემდე ყინულივით ცივი კოკა-კოლა მართლაც საუკეთესო და უგემრიელესი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად.კოკა-კოლას კონტურული ბოთლი, რომელიც პირველად 1915 წელს შეიმუშავეს, დღეს ყველაზე ცნობილი შეფუთვაა მსოფლიოში. კოკა-კოლას ზუსტი ფორმულა დღემდე კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში კოკა-კოლა გასცდა უბრალოდ გამაგრილებელი სასმელის ცნების საზღვრებს და ვარსკვლავური სტატუსი შეიძინა. ის ოპტიმისტური განწყობისა და პოზიტიური აზროვნების ძალის გამოხატულებად იქცა. ეს არის „ბედნიერება ბოთლში“, რომელიც აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს და საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება მათ.კოკა-კოლა არის ბრენდი, რომელსაც ჭეშმარიტი ფასეულობები გააჩნია. ის ჩვენი ცხოვრებისეული მომენტების ნაწილია: „კოკა-კოლა და მეგობრები“, „კოკა-კოლა და ფეხბურთი“, „კოკა-კოლა და მუსიკა“, „კოკა-კოლა და დღესასწაული“, „კოკა-კოლა-კოლა და საჭმელი“ და რა თქმა უნდა „კოკა-კოლა და ზაფხული“ –  ეს განუყოფელი ცნებებია. მედია საშუალებებლის წყალობით თქვენ ხშირად გაიგებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტისა თუ წამოწყების შესახებ, რომელთა ინიციატორი და განმახორციელებელი სწორედ კოკა-კოლაა.
კოკა-კოლა მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რემელსაც გააჩნია საკუთარი მასშტაბური მუზეუმი, სადაც ერთად არის წარმოდგენილი ბრენდის წარსული, აწმყო და მომავალი შესაძლებლობები. ქ. ატლანტაში მდებარე „კოკა-კოლას ახალი სამყარო“ ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილთა ნუსხაშია შესული და ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.კოკა-კოლა უნიკალური და საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია. მისი გემო განუმეორებელია.
სულ ცოტა ხნის წინ კი კოკა-კოლამ წარადგინა  გემიფიცირებული სასმელი  Coca-cola Zero Sugar byte, რომელიც მეტავერსში დაიბადა. როგორც ამბობენ, ამ სახით გეიმერებს „ პიქსელის არომატს“ შეუძლიათ გაუსინჯონ გემო. სასმლის გარდა პიქსელ გეიმინგის გულშემატკივრებს,Byte-ის საშუალებით  დამატებითი რეალობის თავგადასავლითაც შეეძლებათ ტკბობა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!