გასულ წელს კიბერდამნაშავეებმა და ჰაკერებმა გამოსასყიდის სახით 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარის გამოსასყიდი მიიღეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ტრანზაქციების აბსოლუტური უმრავლესობა კრიპტოვალუტრების მეშვეობით განხორციელდება, რადგან ჰაკერები, როგორც წესი, საბანკო ანგარიშებით არ სარგებლობენ.
თავდასხმის ძირითადი სტრატეგია კომპიუტერული სისტემების პარალიზებასთან, მონაცემების მოპარვასთან და შანტაჟთან იყო დაკავშირებული. ჰაკერები კომპანიების სისტემებში აღწევდნენ, მის პარალიზებას ახდენდნენ და ინტერნეტში კომპანიის კომერციული საიდუმლოების გავრცელების მუქარით გამოსასყიდს ითხოვდნენ.