2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა.
გასული წლის მდგომარეობით, გაზრდილია პირველი ქორწინების საშუალო ასაკი, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ქალების შემთხვევაში პირველი ქორწინების საშუალო ასაკია 29.7 წელი (2022 წელს 29.4 წელი), ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელი (2022 წელს 31.9 წელი).
2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13,664 ერთეული შეადგინა, რაც
3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.