დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, თვალის კლინიკა – ახალი მზერა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს. 

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, თვალის კლინიკა – ახალი მზერა.

თვალის კლინიკა „ახალი მზერა“ დაარსდა  პროფესორ მერაბ დვალის მიერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ბაზაზე 1999 წლის აგვისტოში, მაშინ როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ არსებობდა სრულყოფილი ოფთალმოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. კლინიკის შექმნის მიზანი იყო პაციენტებისათვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის, მაღალპროფესიული კონსულტაციებისა და სწორი და კომპლექსური მკურნალობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მერაბ დვალი – პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, თვალის კლინიკა „ახალი მზერას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ექიმი-ოფთალმოლოგი, რომელმაც პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მკურნალობის მრავალი ინოვაციური მეთოდი დანერგა და ოფთალმოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა. ადამიანი, რომელსაც შემხვედრი პაციენტები ღიმილით ესალმებიან და მადლობას უხდიან მათთვის ნაჩუქარი ახალი მზერისათვის.

პროფესორი მერაბ დვალი არის ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი. იგი ათეული წლების განმავლობაში ემსახურება ოფთალმოლოგთა აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. მისთვის სტუდენტებთან და რეზიდენტებთან თითოეული ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა თუ კლინიკური შემთხვევის განხილვა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაა. იგი ცდილობს მათთვის იყოს არა მხოლოდ ლექტორი, არამედ მათი უფროსი კოლეგა, რადგან საკუთარი თავის წარმოდგენა მათ ადგილას და სიტუაციის მათი თვალით დანახვა ხში­რად აფიქრებინებს, რომ სწავლების პროცესი ორმხრივია და ორივე მხარე სწავლობს ერთმანეთისგან.

პროფესორ მერაბ დვალის სახელს უკავშირდება სახელმძღვანელოს “ოფთალმოლოგიის საფუძვლები” გამოცემა. სწორედ რომ მომავალი თაობებისთვის დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა არის მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. სახელმძღვანელოს გამოცემა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული ოფთალმოლოგიის ისტორიაში. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ზოგადი პროფილის ექიმებისათვის და დიდ დახმარებას გაუწევს მათ პროფესიული მზადების პროცესში.

ცნობილია, რომ ადამიანი გარე სამყაროდან ინფორმაციის თითქმის 90 პროცენტს მხედველობის ორგანოს საშუალებით იღებს. მიუხედავად იმისა, რომ თვალზე მიკროქირურგიული მანიპულაციების ჩატარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი და სრულყოფილი ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მხედველობის პრობლემებისაგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამა თუ იმ პათოლოგიის ადრეულ გამოვლენაზე, რათა დროული და სათანადო მკურნალობით თავიდან იქნას აცილებული მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება.

ოფთალმოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და პროფესორი მერაბ დვალი კლინიკის გუნდთან ერთად მუდმივად ეცნობა სიახლეებს, რათა პაციენტებს შესთავაზოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები. სასიხარულოა, რომ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობით შესაძლებელია არა მხოლოდ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვანი ოფთალმოლოგების მიდგომებსა და მოსაზრებებს, არამედ გავუზიაროთ უცხოელ კოლეგებს ჩვენი გამოცდილება და ქართული ოფთალმოლოგიის მიღწევები,  ეს უკანასკნელი კი არც ისე იშვიათად ხდება.

კლინიკის ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ დვალის მიერ „ახალ მზერაში“:

  • პირველად ამიერკავკასიაში ჩატარდა მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია;
  • პირველად მსოფლიოში ჩატარდა შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია ბავშვთა ასაკში;
  • პირველად საქართველოში გაკეთდა რქოვანას შრეობრივი გადანერგვის ოპერაცია;
  • პირველად საქართველოში დაინერგა კერატოკონუსის მკურნალობის უახლესი კომპლექსური მეთოდები;
  • პირველად საქართველოში მოხდა თვალშიდა ფაკიური ლინზის იმპლანტაცია;
  • დაინერგა კატარაქტის ოპერაცია ნანოლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით;
  • დაინერგა ბადურის დაავადებების მკურნალობა უახლესი ლაზერული ტექნოლოგიით;
  • დაინერგა ინოვაციური აპარატული მეთოდი მშრალი თვალის, ბლეფარიტებისა და დემოდეკოზის სამკურნალოდ!

                                  ჩვენთან ინოვაცია ტრადიციაა!

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!