გერმანულმა სელექციონერულმა კომპანია Kaufland-მა, სელექციის გიგანტ Europlant Plant Breeding-თან ერთად, დიეტური კარტოფილის ჯიში შექმნა. Linella-ს ჯიშის კარტოფილი, სხვა ჯიშებთან შედარებით, 30%-ით ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს. ინფორმაციას პორტალი SEEDS ავრცელებს.
ახალი ჯიშის კარტოფილის დამახასიათებელი ნიშნებია ცვილისებრი ტექსტურა და რბილი გემო, ამიტომ ის კარგია გამოსაცხობად ან სალათებში დასამატებლად.
„კარტოფილი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია. Linella იდეალური ალტერნატივაა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს, დაბალი ნახშირწყლების კარტოფილი მიირთვას,” – აცხადებს Kaufland-ის ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვების დირექტორი, სტეფან ლუქსი.