დღის სიახლეებისიახლეები

გერმანიაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება

0
გაზიარება

გერმანია მზადაა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც უცხოელებს მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს.ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს.

კანონპროექტი კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება და რეზიდენტებს საშუალებას მისცემს, მოქალაქეობაზე განაცხადი 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ ნაცვლად აქამდე არსებული 8-წლიანი ვადისა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება მოქალაქეობის მიღების წესებში 2000 წლის შემდეგ, როდესაც იმიგრანტ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს გერმანიის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებოდათ.

ცვლილების შედეგად, არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტებს ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვაც მოეხსნებათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ მოუწევთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა. ამჟამად, გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონეებსა და იმ ადამიანებს, რომელთა ერთი მშობელი მაინც გერმანიიდანაა.

საიმიგრაციო რეფორმა კანადის ქულათა სისტემას ეფუძნება და გამოცდილ მუშახელს ქვეყანაში შესვლას გაუმარტივებს – აღარ იქნება საჭირო გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა და სამუშაო გამოცდილებაც საკმარისად ჩაითვლება.

გერმანული გაზეთის, Welt am Sonntag-ის ანგარიშის თანახმად, ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 100 000 ადამიანი ელოდება მოქალაქეობის განაცხადის განხილვას, ზოგიერთი განაცხადი 3 წლის წინაც კია შეტანილი.

სამი პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის მიერ წარდგენილი სოციალურად პროგრესული პოლიტიკის მიზანია 400,000 უნარიანი უცხოელი მუშახელის მოზიდვა ყოველწლიურად, რათა მოსახლეობის დაბერება და სამუშაო ძალის დეფიციტი დაბალანსდეს.

გერმანიის მოსახლეობამ 2022 წელს 84.3 მილიონს მიაღწია, რაც წმინდა იმიგრაციის და უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც შრომითი კრიზისია და ასაკოვანი ადამიანები სამსახურებს ტოვებენ.

იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების ნახევარს გერმანიაში პოზიციების შევსება უჭირს არაკვალიფიციური მუშახელის გამო.

2020 წლის მონაცემებით, გერმანიაში მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი ყოველ 1,000 კაცზე 1.3-ია, რაც ჩამორჩება ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების საშუალოს – 1.6-სს.

ამ მომენტისთვის ქვეყანაში გერმანული პასპორტის გარეშე ცხოვრობს 10 მილიონამდე ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 12%-ია. მოქალაქეობის გარეშე მათ არ მიუწვდებათ ხელი იმგვარ პრივილეგიებზე, როგორებიცაა ხმის მიცემის უფლება და გარკვეულ სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა.

ამ ცვლილებით გერმანია ცდილობს აღიდგინოს რეპუტაცია 16-წლიანი კონსერვატიული მმართველობის შემდეგ და გახდეს უფრო მიმზიდველი უცხოელი მუშაკებისთვის ფართო საერთაშორისო კონკურენციის პირობებში. რვაწლიანი რეზიდენტობის მოთხოვნით, გერმანიის კანონმდებლობა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად შემზღუდავია.

 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!