გიგუაშვილის საადვოკატო ბიურო, არის სრულიად განსხვავებული ტიპის საადვოკატო ოფისი, რომელიც დაფუძნებულია მდიდარ პროფესიულ ტრადიციებზე და აერთიანებს ერთი ოჯახის წევრი იურისტების რამდენიმე თაობას. საადვოკატო ბიუროში ოჯახის წევრებთან ერთად დასაქმებულები არიან მხოლოდ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რაც კიდევ უფრო ზრდის საადვოკატო ბიუროს კონფიდენციალობის და კომპეტენციის ხარისხს.
გიგუაშვილის საადვოკატო ბიურო მოქმედებს 2004 წლიდან და მისი დამფუძნებლები არიან ერთი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებსაც სამართლის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.
საადვოკატო ბიუროს პირველი წარმომადგენელია თამაზ გიგუაშვილი. მას ათეულობით წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში. თამაზ გიგუაშვილი 2011 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქტიურად არის ჩართული საოჯახო ბიზნესში.
საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორია ამირან გიგუაშვილი, რომელიც 2004 წლიდან უძღვება საადვოკატო ოფისს. საადვოკატო პრაქტიკამდე ამირან გიგუაშვილს წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს თავადაცვის სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს ძალოვან უწყებაში.
ამირან გიგუაშვილი არის სამართლის დოქტორი და თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. არის სამართლის სფეროში რამდენიმე წიგნის ავტორი და ათეულობით სხვადასხვა სტატიის თუ ბლოგის ავტორი.
ამირან გიგუაშვილი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში. წლების მანძილზე ეკავა ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ამჟამად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საპარლამენტო მდივანი).
ამირან გიგუაშვილი არის მრავალი გახმაურებული და პრეცედენტული საქმის ადვოკატი. იგი არის საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი, რომლის შედეგად გაიზარდა დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამირან გიგუაშვილი წლების განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში და იცავდა ოჯახის ინტერესებს.
გიგუაშვილის საადვოკატო ბიუროს მრჩეველია ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი (გეგა) გიგუაშვილი, რომელსაც წლების მანძილზე ეკავა წამყვანი პოზიციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
გიორგი გიგუაშვილი არის სამართლის დოქტორი. ის უძღვებოდა სამართლისა და ეკონომიკის სალექციო კურსს მადრიდში, ალკალას უნივერსიტეტში. ამჟამად, გიორგი არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნისა და ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
გიორგი გიგუაშვილი ამჟამად საერთაშორისო ფინანსური და კომერციული რეგულირების მიმართულებით სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.
გიგუაშვილის საადვოკატო ბიუროს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია თამაზ (უმცროსი) გიგუაშვილი. იგი არის კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი. აქტიურად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მზად არის წლების შემდეგ გახდეს საოჯახო ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი.
გიგუაშვილის საადვოკატო ბიუროს მთავარი მიღწევა პროფესიულ ტრადიციებზე დაფუძნებული მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებაა, რაც უზრუნველყოფს კლიენტების კონფიდენციალობის უმაღლეს სტანდარტს და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.