სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, გიორგი მამარდაშვილი მეხუთე ადგილზეა. ამ დროსთვის მისი ფასი 35 მლნ ევროს შეადგენს.
რეიტინგის მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე არიან დიოგო კოშტა (პორტუგალია,შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) და გრეგორ კობელი (შვეიცარია), რომელთა ღირებულება 40 მლნ ევროა, მეოთხე ადგილზეა მაიკ მენიო (საფრანგეთი) – 38 მლნ ევროთი, ხუთეულს აგვირგვინებს გიორგი მამარდაშვილი.
ქართველი ფეხბურთელების ფასი, Transfermarkt-ზე მუმდივად მზარდია. ამ დროისთვის, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
- გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
- გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
- გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
- გიორგი ქვილითაია – 1,6 მლნ ევრო