გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი დახარვეზდა. მერიის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე პროექტს უკვე დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა.
დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, მიმართეს.
„ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მოიცავდა: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა.
როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევაში იყო აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიას, რომელიც „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად შეადგენს 44255კვ.მეტრს. „ლაგუნა“-ს ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანანაირ სამუშაოებს. ამიტომ, უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში, წარმოადგენს 33530კვ.მ-ს.