გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს.
პროექტს ახორციელებს შპს „კოსტავა 69“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება 4 მაისს ახლიდან წარადგინა. აღნიშნულმა კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მერიის შესაბამის სამსახურებში პირველად გასული წლის მიწურულს წარადგინა, თუმცა, მარტში მშენებლობის პროექტი დახარვეზდა და დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა. მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა მიმართეს.