აჭარაში, გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის მოწყობა იგეგმება – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, უნდა უზრუნველყოს, როგორც მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობა, ასევე საგამოცდო მოედნის მოწყობა.
განსახორციელებელი პროექტისთვის ტერიტორიის საერთო ფართი 61017 კვ.მ-ს, განაშენიანების ფართი კი 39100 კვ.მ-ს შეადგენს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 977 500 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 26 თებერვალს დასრულდება. ამ დროის მონაცემებით, კომპანიების მხრიდან არც ერთი შეთავაზება არ არის გაკეთებული.