უცხოური ბიზნეს სიახლეები

Google Russia-მ გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

0
გაზიარება

Google-ის ადგილობრივმა შვილობილმა კომპანიამ რუსეთში გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

Google Russia-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება და ოპერირება შეუძლებელი გახდა, რადგან კრემლის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა კომპანიას საბანკო ანგარიშებთან და გარკვეულ სერვისებთან წვდომა შეუზღუდა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბაკო ანგარიშების გაუქმებამ შეუძლებელი გახადა ქვეყანაში ჩვენი ოპერირება და ოფისის მუშაობა. მათ შორის, შეგვეზღუდა: ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება და ანაზღაურების გაცემა; მიმწოდებლების მომსახურება და ფინანსური ვალდებულებების შესრულება“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შვილობილი კომპანიის გაკოტრების მიუხედავად, რუსეთს Google-ის სერვისების (Search, YouTube, Gmail, Android, Play, Maps) მიწოდება არ შეუწყდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

Mercedes-ი ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისთვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების…

Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვის ფუნქცია ამოქმედდება

კორპორაცია Meta მის სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ The Verge-ი Meta-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ამ კვირაში Meta…

Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა

Amazon-მა Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა. Brand Finance Global 500-ის რეიტინგის თანახმად, გასულ წელს ჯეფ ბეზოსის კომპანიამ თავისი ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა და ახლა 299,3…

SAMSUNG-ის მოგება 70%-ით შემცირდა

გასული წლის III კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის მოგება რეკორდული 70%-ით შემცირდა და 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, კომპანიის საერთო შემოსავლები კი 9%-ითაა შემცირებული. აღნიშნული მაჩვენებელი 2014…

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ. ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!