რატომ დაერქვა მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემას «Google» ? ამის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. როგორც ცნობილია, მეგობრებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს მათ მიერ შექმნილი საძიებო სისტემისთვის «Google» დაერქმიათ. მასში იგულისხმება მათემატიკური ტერმინი Googol-ი, რომელიც აღნიშნავს ათიანს მეასე ხარისხში, ანუ ერთიანს 100 ნულით. თუმცა, სახელის დარქმევის დროს შეცდომა დაუშვეს.გავრცელებული ინფრომაციით, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს ეგონათ,რომ «Googol» იწერება, როგორც «Google». მეორე მოსაზრებით,დომენის რეგისტრაციისას სერგეი ბრეინმა დაუშვა შეცდომა და დაწერა google.com, პარტნიორებს დაშვებული შეცდომა მოეწონათ და უცვლელად დატოვება გდაწყვიტეს.
კომპანია google-ის, პირველი ოფისი განთავსებული იყო ავტოფარეხში, მისმართი: მენლო-პარკი, სანტა-მარგარიტას გამზირი, N 232. GOOGLE-ის დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება 1998 წლის 4 სექტემბერი,როდესაც ლარიმ და სერგეიმ კომპანიიის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. ამავე პერიოდში შექმნეს დომენი GOOGLE.COM და მათ ახალდარეგისტრირებული კომპანიის სახელზე ბანკში ანგარიში გახსნეს, აიყვანეს პირველი თანამშრომელიც:სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებული,თანაკურსელი კრეიგ სილვერშტეინი. იმავე წელს პეიჯმა და ბრინმა გამოაქვეყნეს სტატია: ,,ფართომასშტაბიანი ჰიპერტექსტური ინტერნეტსაძიებო სისტემის ანატომია”, სადაც GOOGLE-ის საძიებო სისტემის ძირითადი ოპერაციები იყო აღწერილი.
1999 წელს კომპანიაში მუშაობდა რვა თანამშრომელი, მათ ავტოფარეხი აღარ ჰყოფნიდათ, ამიტომ ისინი გავიდნენ ახალ ოფისში უნივერსიტი-ავენიუზე. კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა-საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გარდა გუნდს შეემატნენ გაყისვების მენეჯერებიც. ივნისში GOOGLE-მა საფინანსო კომპანიებისგან (SEQUOIA CAPITAL და KLEINER PERKINS) 25მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. ამ კომპანიების წარმომადგენლები მომავალში GOOGLE-ის დირექტორთა საბჭოს წევრები გახდნენ. აგვისტოში კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ მაუნტინვიუში განათავსეს. GOOGLE-ის საძიებო სისტემით დღითი დღე უფრო მეტი ინტერნეტმომხამრებელი სარგებლობდა. ერთი წლი განმვლობაში კომპანია იმდენად წარმატებული გახდა,რომ დღე-ღამეში მას 3მლნ მომხმარებელი ჰყავდა, ამდენად 1999 წლის 21 სექტემბერს GOOGLE-ი სრულყოფილი საძიებო სისტემა გახდა. მალე GOOGLE-მა მთელი მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა პოპულარობა.
2000 წლის 1-ელ აპრილს კომპანიამ საზოგადოებას აცნობა ახალი პროდუქტის MENTALPLEX-ის შექმნის შესახებ. მაშინ, თანამშრომლები ამბობდნენ,რომ ეს არის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებლის ფიქრების წაკითხვა შეუძლია, თუკი ის წარმოადგენს ძიების საჭირო შედეგს, ცოტა ხნის შემდეგ კი განმარტეს,რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმორობა და ამის შემდეგ კომპანიაში ერთგვარ ტრადიციად დარგეს, რომ ყოველი წლის პირველ აპრილს მომხმარებლებს გაეხუმრონ.