Google Trends-ის მონაცემებით, ძიებებს შორის STEPN „NFT ბოტასი“ ყველაზე პოპულარული საქართველოშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტსივრცეში ძიებებს შორის მას ყველაზე მაღალი წილი უჭირავს ჩვენთან, ვიდრე – სხვა ქვეყნებში.
სწორედ ამიტომ Google Trends-ის თანახმად, საქართველოში „Stepn“-ის მიმართ ინტერესი 100 ქულით ფასდება, შემდეგ ადგილზეა ჩინეთი, სადაც „Stepn“-ისადმი ინტერესი 38 ქულით ფასდება, შემდეგ მოდის ჰონგ-კონგი და იაპონია 26-26 ქულით და ყაზახეთი 25 ქულით.
ბლოკჩეინ Solana-ზე აგებული აპლიკაციის – „STEPN“-ის მომხმარებლის რაოდენობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. „STEPN“-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად, „NFT-ბოტასების“ შეძენა უწევს. შემდეგ კი, მომხმარებელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ „NFT-ტოკენს“ − ბოტასს იღებს, რის შემდეგაც სეირნობით ან სირბილით სათამაშო კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნივთის ყიდვიდან ერთ თვეში მისი თვითღირებულების თანხის „ამოღება“ შესაძლებელია.
წარმოგიდგენთ „NFT-ბოტასი“-ს მიმართ ინტერესს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში:
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროექტისადმი ინტერესი მკვეთრადაა გაზრდილი:
საქართველოში „Stepn“-ისადმი ინტერესი ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე ბიტკოინისა (BTC) და ეთერიუმის (ETH) მიმართ: