გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის კურსს დააფინანსებს. პროექტის მონაწილეებად შეირჩევიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-21 წლის ახალგაზრდები – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„კურსი ორთვიანია და მოიცავს ფოტოგრაფიის საფუძვლებს:
• ფოტოგრაფიის შესავლებს
• კამერის ტიპებს
• ექსპოციზიას
• კომპოზიციას
• პეიზაჟის, არქიტექტურის და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას
• დოკუმენტურ ფოტოგრაფიას
• ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას
• ფოტოს დამუშავების პროგრამებს კომპიუტერისთვის და მობილურისთვის
• მობილურ ფოტოგრაფიას
• პორტრეტს
• ივენთ ფოტოგრაფიას
• რეპროდუქციას
• ფერების ფსიქოლოგიას
• კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას
კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ფოტოგრაფიის კურსი პროექტ “ART HOUSE 2023-ის” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება. პროექტის ინიციატორი და განმხორციელებელი გორის ფოტოგრაფთა კლუბია.
ფოტოგრაფიის კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.