დღის სიახლეებისიახლეები

გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები 12ჰექტარ ფართობზე გაშენდა

0
გაზიარება

გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები 12 ჰექტარ ფართობზე გაშენდა

შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში ბაზისბანკმა შპს გარნეთთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ბროწლეთში ვაშლის ბაღების გასაშენებლად 600,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები 12 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. ბაღების მოსავლიანობა 50 ტონას აღწევს და პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ვაშლის ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, დამონტაჟებულია სეტყვისგან დამცავი ბადე და მისი საყრდენი სისტემები.

„ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მუდმივად ჩართული ვართ აგრო სექტორის განვითარებაში და ფინანსურ დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!