ერთი წლის წინ ბორჯომის ცენტრში საოჯახო სასტუმრო „Green House“– მა დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც შთამბეჭდავი ხედებისა და სრული კომფორტის დამსახურებით მალევე სტუმრებისთვის სასიამოვნო დასვენებისა და მოგონებების ადგილად იქცა.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელი ბუნებასთან, სიმშვიდესთან და კომფორტთან სრულ ჰარმონიაში ყოფნა. „Green House“- სიმშვიდის, სიმყუდროვის, კომფორტისა და განტვირთვი სრული გარანტი !
„როდესაც ადამიანი გვანდობს იმ მნიშვნელოვან დასვენების დღეებს,რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სამწუხაროდ წელიწადში ერთხელ აქვთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავამართლოთ ეს ნდობა და დავეხმაროთ ჯადოსნური მოგონებების შექმნაში.
ჩვენს საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია ჯგუფების, ექსკურსიების და ა.შ. განთავსება (მაქსიმუმ,25-30 ადამიანი). ჩვენთან დაგხვდებათ,სტუდიოს ტიპის ნომრები, ახალი რემონტით. თითოეულ ნომერს აქვს ინდივიდუალური სამზარეულო და სველი წერტილი. ნომრები აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკითა და ინვენტარით, რაც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის. ასევე, გვაქვს პანორამული ორ ოთახიანი ნომერი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ულამაზესი ხედებით.
ჩვენს სტუმრებს, გარდა თანამედროვე, სუფთა და კომფორტული ნომრებისა, ასევე დახვდება მეგობრული და ყურადღებიანი მასპინძელი, რომელიც დღის ნებისმიერ დროს მზადაა დამსვენებლის კითხვებს უპასუხოს ან საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება „ – მედეა გუმბერიძე ბორჯომის საოჯახო სასტუმრო „Green House „ – ის მფლობელი
„Green House“- ში ასევე დაგხვდებათ დიდი, გამწვანებული ეზო, საბავშვო სივრცე, სადაც განთავსებულია ბატუტი და საქანელები, ასევე, ზაფხულობით ეზოში პატარებისთვის ეწყობა კინოჩვენებები.
დაგეგმე სასიამოვნო დასვენება საოჯახო სასტუმრო „Green House“-თან ერთად