საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება სტანდარტები და კონკურენცია სასტუმროებსა და მომსახურე სფეროებს შორის. ამ კონკურენციის ფონზე კი საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება. მყუდრო, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი მომსახურებით სასტუმრო Green Tower სტუმრების მოხიბვლას ახერხებს და სათანადო ადგილს იკავებს საქართველოში არსებულ მოწინავე სასტუმროებს შორს. სასტუმრო ამ ეტაპზე 62 ნომრისგან შედგება, რომელიც გათვლილია ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპის სტუმარზე.
როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ნათია ადუაშვილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს განაცხადა მათთვის მთავარი სტუმრების განწყობაზე ზრუნვაა და ყოველთვის ცდილობენ იმ სტანდარტების გაუმჯობესებას, რომელიც შეესაბამება 4 ვარსკვლავიან სასტუმროს :
„ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა მყუდრო და ლამაზი ინტერიერით, რომლის დიზაინზეც პროფესიონალმა დიზაინერებმა იმუშავეს. გარდა, კეთილმოწყობილი ოთახებისა და პროფესიონალი გუნდისა, სასტუმრო სტუმრებს მათთვის საჭირო ყველანაირ სერვისს სთავაზობს. ფუნქციონირებს სპორტ დარბაზი, აუზი, ბილიარდის ოთახი, გასართობი სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის და საკონფერენციო დარბაზი მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის“
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ქართველებთან ერთად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ და ხშირად ჩამოდიან სპორტსმენები და სპორტული ჯგუფები.
მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, Green Tower Hotel წლებთან ერთად აუმჯობესებს სერვისებსა და სტანდარტებს. ამ ეტაპზე სასტუმროს შიდა და გარე ფასადების მოწყობა იგეგმება, რათა სივრცე კიდევ უფრო კომფორტული და მომხიბვლელი გახდეს სტუმრებისთვის.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე