გიგანტი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია გუგლი, კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისს ამატებს.
აღნიშნული ფუნქციის დასანერგად, გუგლი ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ ერთადერთ კრიპტობირჟა ქოინბეისთან ითანამშრომლებს. ის იქნება პასუხისმგებელი ტრანზაქციების განხორციელებაზე.
კომპანია კლიენტები სერვისების სანაცვლოდ სასურველი კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებას მიიღებენ.
ტრანზაქციისათვის ნებადართული იქნება ათამდე კრიპტოვალუტის გამოყენება, მათ შორისაა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ბიტკოინ ქეში.
ექსპერტები ამ მოვლენას პოზიტიურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების პოპულარიზაციასა და მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.