თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინ 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერზე მეტად გადააჭარბა- ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წელს 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. წუხანდელმა ნალექმა მოცვა თბილისის მთელი ტერიტორია, სხვადასხვა უბნებში შექმნა გარკვეული პრობლემები”- განაცხადა კალაძემ.