დღის სიახლეებისიახლეები

ჰაკერებმა Ferrari-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ბაზა გატეხეს

0
გაზიარება

ჰაკერებმა Ferrari-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალური წერილიდან, რომელიც კომპანიამ მომხმარებლებს გაუგზავნა.კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ გატეხეს მონაცემთა ბაზა, სადაც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებია, არამედ მოითხოვეს გამოსასყიდი გაუთქმელობისთვის. კომპანიამ არ გაამჟღავნა გამოსასყიდის თანხა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ უარი თქვეს კრიმინალებთან გარიგებაზე და გამტაცებლებისთვის ფულის გადახდაზე.

ჰაკერებმა შეძლეს წვდომა მომხმარებელთა სახელებზე, მისამართებსა და ელექტრონული ფოსტის მონაცემებზე. ამასთან, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ჰაკერებმა ვერ მიაღწიეს საბანკო ანგარიშის ნომრებს და დეტალურ ინფორმაციას შეკვეთილი მანქანების შესახებ.

კომპანიის განმარტებით მათ არ სურთ კიბერკრიმინალებთან გარიგების დადება. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ თანხის მიღების შემდეგ ჰაკერები რეალურად უარს იტყვიან პირადი მონაცემების გამოყენებაზე. სამართალდამცავი ორგანოები უკვე ჩაერთნენ გამოძიებაში. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაც.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!