კვებადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ჰამბურგერის წარმოშობის საინტერესო ისტორია

0
გაზიარება

1958 წლის ინგლისელი კულინარიული წიგნების მწერლის ჰანა გლასის რეცეპტების წიგნში მოიძებნება „ჰამბურგის სოსისის“ – ტოსტზე დადებული შემწვარი სოსისის რეცეპტი. მსგავსი კერძი პოპულარული იყო ჰამბურგში „თბილი პურის“ სახელწოდებით XIX საუკუნეში[2] და ზოგი წყაროს თანახმად ამერიკაში მიმავალი გერმანელი ემიგრანტები მას გზაში მიირთმევდნენ. ჰამბურგერის წარმოშობის ზუსტი ისტორია ბოლომდე უცნონად რჩება, თუმცა ეს ფაქტები მისი გამოგონების და სახელის შესაძლებელ ახსნად ითვლება. შემდეგ ჩნდება „ჰამბურგერული სენდვიჩის“ ხსენებები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, მის გამოგონებას იბრალებს სხვადასხვა ამერიკელი მზარეული და რესტორანი. წერილობითი წყაროების ნაკლებობის გამო თანამედროვე ჰამბურგერის გამომგონებლის დადგება შეუძლებელია.

ქვეყნების მიხედვით- ფრანგეთში ჰამბურგერს ფრანგული სამზარეულოს წესით ამზადებენ ადგილობრივი პროდუქტებით და სოუზებით, ხშირად კარტოფილ ფრისთან ერთად. 2012 წლის კვლევის თანახმად წლიურად ერთი ფრანგი საშუალოდ 14 ჰამბურგერს ჭამს. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მეორეა ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ და მეოთხეა მსოფლიოში[3]. ბრიტანეთში კერძი ამერიკულისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა ბრიტანული რესტორანთა ქსელები ამერიკულებს დიდ კონკურენციას უწევენ.

მექსიკაში ჰამბურგერს ლორით[4], ამერიკული ყველით, ჰალაპენიოთი, ავოკადოთი, ხახვით და პომიდვრით ამზადებენ. ხანდახან ემატება ბეკონი, შიგნით ან ცალკე. პოპულარულია ასევე ჰამბურგერი ანანასის ნაჭრით. ცნობილი როგორც „ჰავაის ბურგერი“.

აზიის ქვეყნებში პოპულარულია ბრინჯის ბურგერი, ჩინეთში კი არსებობს ჰამბურგერის მსგავსი ჩინური ქუჩის საკვები რუჯამო, რომელსაც ჩინურ ჰამბურგერსაც უწოდებენ. იაპონიაში ჰამბურგერი ხანდახან უპუროდაც გაიცემა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!