Heinz ქაღალდის ბოთლის შექმნაზე მუშაობს, რათა მომავალში წარმოებიდან პლასტმასის ამოღება შეძლოს.
იდეალურ შემთხვევაში ბოთლი 100%-ით ისეთი ხის მასალისგან დამზადდება, რომელიც ქაღალდის ნარჩენებთან ერთად მარტივად გადამუშავდება. შესაძლოა, თავდაპირველად პლასტმასის შემცველობის სრულად შეცვლა ვერ მოახერხონ, მაგრამ რაც დანამდვილებით იციან ის არის, რომ წარმოებისას PET, HDPE და BPA პლასტმასებს არ გამოიყენებენ.
„შეფუთვის ნარჩენები ინდუსტრიებისთვის გამოწვევად იქცა, ამიტომ, მასთან გამკლავებას ყველამ უნდა ვეცადოთ. ჩვენ კი პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა Kraft Heinz-ის შეფუთვა შევცვალოთ და მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანი შევთავაზოთ“, — აცხადებს მიგელ პატრისიო, Kraft Heinz-ის აღმასრულებელი დირექტორი.