აღმაშენებლის ხეივანზე რომ ჩაივლით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებში ჩამალული კაფე ჰელმეტარიუმი. ობიექტის სახელწოდება და ლოგო, თავდაპირველად, შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც შეხება არ აქვთ მოტო სამყაროსთან, თუმცა, თუ შიგნით შეიხედავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს ადგილს, სადაც ყოველთვის მეგობრულად და თბილად დაგხვდებიან და უკან წამოსვლა აღარ მოგინდებათ. დიახ, ეს ასეა…
ამ მომაჯადოებელი ადგილის შესახებ ისტორია შეგიძლიათ დემეტრე კაპანაძისგან შეიტყოთ :
„ გამარჯობა, მე დემეტრე ვარ კაპანაძე და ეს ისტორია ჩვენზეა. ამის მოკლედ მოყოლა წარმოუდგენლად მიმაჩნია ასე, რომ შევეცდები გიამბოთ ქალაქის ერთ-ერთი სამეგობროს თავგადასავალი. ეს ყველაფერი მოტო კულტურის გაცნობის პროცესით იწყება!
შემოდგომის ჩვეულებრივად განსაკუთრებული დღე იყო , ვფიქრობ, წელიწადის ეს დრო მეტისმეტად მისტიურია. ჩემი რუტინული, მაგრამ ძალიან საინტერესო და საყვარელი პროფესიის გამო, იშვიათად მრჩება თავისუფალი დრო ჩემი ოჯახისთვის. ყველანი დამეთანხმებით, ვისაც მეუღლე და შვილი გყავთ თქვენთვის მათთან დროის გატარება ყველაფერია.
ჰმმ.. რა ცუდი მოძრაობა გვაქვს ქალაქში! პრობლემებს არც შევეხები ისედაც აშკარაა.. საცობი.. არადა უკვე სახლში უნდა ვიყო, მათთან.. ერთხელ, მახსოვს საცობში გაშეშებულს, მანქანებს შორის მოტიციკლმა გაგვიარა . მაშინვე ზარი მეგობართან, ბილისთან განხორციელდა (დავით ბილიხოძე), მალევე გავუგეთ ერთმანეთს.. იმ ღამესვე ჩამოვყალიბდით თუ რომელი მოტოციკლი უნდა ყოფილიყო პირველი ეტაპისთვის და მოკლე დროში სისრულეშიც მოვიყვანეთ.
წარმოიდგინეთ! თვალები დახუჭეთ! ახელთ!.. და რას ხედავთ: თითქოს კარი გააღე და სივრცეში გახვედი, აღარ გავაგრძელებ ეს შეგრძნებები თავად უნდა გამოცადოთ თუ რამხელა სიამოვნებას განიჭებთ მისი მართვა. დავიწყეთ ამ სამყაროს უკეთ გაცნობა, აქსესუარებზე ფიქრი და ამ ფიქრში გაიელვა აზრმა რომ ჩამოგვეტანა ჩაფხუტები, ასევე სხვა აქსესუარებიც. თვალის დახამხამება იყო ესეც. ჩამოვიდა.. საწყობად ჩემი ძმის სახლი გამოვიყენე. სიმართლე გითხრათ დაინტერესება მალე წამოვიდა. უდიდესი წვლილი მიუძღვნის გუჯა ერვანიძეს რომელიც გვერდში მედგა, იქნებოდა ეს დღეს თუ ღამე. ჩემი მოუცლელობის გამო სწორედ ეს ადამიანი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის რომ ჩრდილში არ ვყოფილიყავით რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. ნელნელა თითქოს პროგნოზი დავიწყეთ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ეს საქმე. მოხდა ისე, რომ სახლიდან ვეღარ განვაგრძობდით საქმიანობას და ამ დროს ჩვენი მეგობარი გამოჩნდა, ნიკოლოზ შევარდნაძე (კასპერა), მან მოგვცა საშუალება ეს ჩაფხუტები მის ბარში (Camora) განგვეთავსებია რისთვისაც დიდი მადლობა და პატივისცემა მას, რომ არა ეს ადამიანი უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგებოდით. პარალელურად ფართს ვეძებდი სადაც შემდგომ მოხდებოდა ჰელმეტარიუმის განვითარება. ერთ დღესაც ეს ადგილი ვნახე და მეგობრებთან ერთად მსჯელობა დავიწყე, რამდენად იყო ეს ‘’ის’’.. მოწონება ერთხმად დაიმსახურა რასაც დიდი იმედით ველოდი. შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. უძილო ღამეები, სტრესი, ნაკლები დრო ოჯახთან რაც სიმართლე გითხრათ მანადგურებს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი შვილისთვის ვაკეთებ და არამარტო, მგონია აქ დავწერთ ისტორიას სადაც მომავალ თაობას კარგ მაგალითს მივცემთ.
უმოკლეს დროში შევძელით შეგვექმნა ის მინიმალური პირობა რაც ჩვენ მომხმარებლებს სურდათ. სივრცეში ერთიანდება Take away, ჩაფხუტების მაღაზია + კაფე სადაც ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას. აქ მოსულს შეუძლია მიირთვას გემრიელი ყავა, დააგემოვნოს ჩვენი უგემრიელესი კერძები და შეარჩიოს მისთვის სასურველი აქსესუარი, იქნება ეს ჩაფხუტი, ხელთათმანი თუ სხვა.. ვეცადე ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოკლედ მომეყოლა რადგან ჯერ ყველაფერი წინაა. ჩვენ უფრო განვვითარდებით და ამისათვის ძალას არ დავიშურებთ. ამაში ჩემი მეგობრები მეხმარებიან. იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს ერთად შევძლებთ. წინ დიდი და საინტერესო პროექტები გველოდება. ასე , რომ დაგველოდეთ! ჩვენ არ ვჩერდებით! „
თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ჰელმეტარიუმში, დარწმუნებულები ვართ ისტორიის ბოლომდე წაკითხვისთანავე დაგეგმავთ არაჩვეულებრივ საღამოს მეგობრებთან ერთად…
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე