2022 წელს ტანსაცმლისა და აქსესუარების გერმანულმა მწარმოებელმა Hugo Boss AG-მა რეკორდული შემოსავალი – 3,651 მლრდ ევრო დააფიქსირა, რაც 31%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ორგანული ზრდა 27% იყო.
გასულ წელს კომპანიის მოგება 47%-ით – 335 მლნ ევრომდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 53%-ით, 209 მლნ ევრომდე.
2023 წელს კომპანია შემოსავალს და მოგების ზრდას 5 და 12%-ით პროგნოზირებს.