საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა

0
გაზიარება

“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ამბობს, სექტემბერში ჩინეთში 1 200 ბოთლ ღვინოს გაიტანენ.

“ახალი ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამ ბაზრის ათვისებაზე ფიქრი ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავიწყეთ; საბოლოოდ მისი ათვისება მაინც გადავწყვიტეთ, რადგან ძველ ბაზრებთან ერთად, ახლის განვითარებაც მნიშვნელოვანია”, – განმარტა მან.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ბაზრის დაკმაყოფილებაც კი უჭირთ.
“2021 წელთან შედარებით, წელს კომპანიას ევროპის ბაზრიდან მოთხოვნა 30-40%-ით გაეზარდა. ასეთ მაღალ ზრდას არ ველოდით, რასაც პანდემიის შემსუბუქებას ვუკავშირებთ. ზოგადი სიტუაცია ნამდვილად პოზიტიურია და საექსპორტო ბაზრები კი – გააქტიურებული”, – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა bm.ge-სთან.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!