2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში, აღნიშნულისთვის 2 429 982 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 223.34 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 201.53 მლნ ლარი.