2023 წლის იანვარ-მარტის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,2 ათასი ტონა, რაც 14,9 ათასი ტონით ანუ 144,7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,3 ათასი ტონა) შედარებით- ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ავრცელებს.
2023 წლის 3 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 14,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 5,1 ათასი ტონა (20,2%); თურქეთი – 4,6 ათასი ტონა (18,3%); აზერბაიჯანი – 1,2 ათასი ტონა (4,8%);
2023 წლის იანვარ-მარტის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,60 ათასი ტონა, რაც 5,42 ათასი ტონით ანუ 87,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,18 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 3 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (11,56 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.