2023 წლის იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა 5,5-ჯერ გაიზარდა და 569,773 ლარი შეადგინა
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2022 წლის 2 თვეში უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 102,655 ლარის აკუმულირება მოხდა.
2022 წლის სრული მონაცემით, უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 2 294 426 ლარი შევიდა.
თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.