დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ავტომობილები ტენიკური ინსპექტირების პროცესში ხმაურზეც შემოწმდება

0
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება. ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით.

„2019 წლიდან მოყოლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის კომპონენტის შემოწმების ვალდებულება რამდენჯერმე გადავადდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში) სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით. ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!