ქალაქის მშენებლობა მის მიერ ახლადშეძენილ მიწის ნაკვეთზე დაიწყება,ინფორმაციას The Wall Street Journal მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალ ქალაქში ცალკე საცხოვრებელი კომპლექსი თავად მასკისთვის აშენდება, რომელიც კალიფორნიიდან ტეხასში გადასვლის შემდეგ, თითქმის, ორი წელია, მეგობართან ცხოვრობს. მასკს და მის ტოპმენეჯერებს სურთ, მილიარდერის კომპანია Boring-ის, Tesla-სა და SpaceX-ის თანამშრომლები, რომლებიც ოსტინში ცხოვორბენ, ახალ სახლებში, საბაზრო ფასებთან შედარებით, დაბალი ქირის გადასახადით დაასახლონ. ამჟამად ქალაქ ოსტინში ერთი თვის ქირის გადასახადი 2 200 დოლარს შეადგენს, ხოლო მასკის კომპანიები თანამშრომლებს ახალი სახელბის 800 დოლარად დაქირავებას სთავაზობენ.
ახალი ქალაქი Boring-ისა და SpaceX-ის მშენებარე ობიექტების მიმდებარედ აშენდება. 2020 წელს მასკმა ბასტროპის ოლქში Tesla-ს ქარხნის, Giga Texas-ის მშენებლობა დაიწყო. იქვე SpaceX თავის ობიექტს, კომპანია Boring კი ახალ საწყობს აშენებს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მასკის კომპანიებთან ან ტოპმენეჯერებთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა ოსტინთან ახლოს, მინიმუმ, 1400 ჰექტარი მიწა შეიძინეს, რაც ნიუ იორკის ცენტრალურ პარკზე, თითქმის, ოთხჯერ მეტია.
ტეხასის კანონმდებლობით, ქალაქს, მინიმუმ, 201 მოსახლე უნდა ჰყავდეს, ვიდრე რეგისტრაციისთვის განაცხადს წარადგენს, რაც შემდეგ ოლქის მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.