„თვითერის“ მიერ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიისადმი წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კომპანიის შეძენა დაასრულა და კომპანიის დირექტორთა საბჭო დაითხოვა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ კომპანიის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ აქციების 2.4% შეინარჩუნა და ახლა 18 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა ღირებულებაც 1 მლრდ დოლარია.
ასევე გენერალური დირექტორის პოსტი პარაგა აგრავილამ დატოვა.