მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, – ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი წერს. ილონ მასკის გამომწერების რიცხვის ზრდა, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება მილიარდერის მიერ სოციალური ქსელის $44 მილიარდ დოლარად შესყიდვა. გამომწერთა ასმილიონიან ნიშნულს მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გადააბიჯა და მას შემდეგ, ამ რიცხვმა სწრაფი ზრდა განაგრძო.
რისთვის იყენებს ილონ მასკი Twitter-ის ანგარიშს?- ამ მხრივ, მილიარდერი მეტად ორიგინალური და გამორჩეულია, რადგან Twitter-ზე ის აქვეყნებს, როგორც მიმებს, ასევე კომპანიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გვახსოვს ისიც, რომ კომპანიის დირექტორობიდან გადადგომა-არგადადგომის ამბავი და პლატფორმაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნების საკითხი ილონ მასკმა სწორედ Twitter-ის საშუალებით გაარკვია.
ილონ მასკისა და ბარაკ ობამას შემდეგ, Twitter-ზე ყველაზე მეტჯერ გამოწერილი ადამიანების სიაში ორ ამერიკელ მომღერალს, ჯასტინ ბიბერსა და კეტი პერის ვხვდებით.