დღის სიახლეებისიახლეები

Imagine Dragons-ის ბილეთების ფასი 100-10000 ლარამდე მერყეობს

0
გაზიარება

Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს 16:00 საათიდან დაიწყება. ინფორმაცია Black Sea Arena-ს facebook-გვერდზე ვრცელდება.Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება და სექტორების მიხედვით 1000 ლარამდე იზრდება.

კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 100 ლარად, 150 ლარად, ასევე 200 ლარად, 250 ლარად, 300 ლარად, 400 ლარად, 430 ლარად და 1000 ლარად შეეძლებათ.

„გვიხარია, რომ Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.

ბილეთების შეძენას 11 მაისის 16:00 საათიდან TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. კონცერტი 31 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 17:00 საათიდან გაიღება.

„მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, – აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!