სტარტაპებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებისიახლეები

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი მუშაობის აქტიურ ფაზაში გადავიდა

0
გაზიარება

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი წელს უკვე მეორედ ტარდება. პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
პრე-აქსელერაციის პროგრამა Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდს გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსი წამყვან საერთაშორისო აქსელერატორში და მიღებული გამოცდილებით ჩამოაყალიბეს ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა.
წელს სტარტაპ პრე-აქსელერატორი ორ ნაკადს მიიღებს (მთლიანობაში 40 სტარტაპი), შემდეგი ნაკადის მიღება სექტემბერში იგეგმება.

May be an image of 2 people, people standing and indoor

საინიციატივო ჯგუფმა, აპლიკაციების განხილვისა და გასაუბრებების საფუძველზე, 20 მონაწილე კომპანია შეარჩია. სტარტაპებისთვის ჩატარდა გახსნითი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პრე-აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეკრებაზე პროექტის მონაწილეებმა შეიტყვეს, თუ ვინ იქნება მათი მენტორი, როგორი სამუშაოები ელით წინ და რას უნდა ელოდნენ პროექტის განმავლობაში.
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 20 სტარტაპის შემდგომი, 12 კვირიანი მუშაობა 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  • თემატური სამუშაო სესიები
  • ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან
  • ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, Stand-up-ები
  • მოწვეული სპიკერის სესიები
  • დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით

სტარტაპ პრე-აქსელერატორის პირველი სამუშაო კვირა კომპანიების დიაგნოსტიკას დაეთმო. შემდეგი კვირები დაეთმობა ფიზიკურ და ონლაინ შეხვედრებს, რომელთა საშუალებითაც მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!