დღის სიახლეებიმოგზაურობასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი – Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის. 

პროექტი მიზნად ისახავს, უფრო მიმზიდველი გახადოს უცხოელებისთვის საქართველოში მოგზაურობა და მათი ინტერესების სფეროების შესახებ, ინფორმაციასთან ქონდეთ მარტივი წვდომის შესაძლებლობა. ინფორმაცია განთავსებულია ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენაზე – https://touristcardgeorgia.com/

         

აღნიშნული ტურისტული ბარათი მოიცავს ისეთ სერვისებს, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოში მოგზაურობისთვის, ესენია: სასტუმროები, რესტორნები, ღამის კლუბები, გართობის სხვადასხვა სერვისები, მუზეუმები, ეროვნული პარკები, სამედიცინო კლინიკები, სილამაზის და ესთეთიკის ცენტრები, აფთიაქები, აუზები, ფიტნეს კლუბები, სტომატოლოგიური კლინიკები, ქართული სუვენირები, ღვინოები, ქართული ტანსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ .  

ტურისტი ასკანერებს ბარათზე განთავსებულ QR-კოდს და ეცნობა, საქართველოში არსებული კომპანიების შეთავაზებებსა და სერვისებს.

   

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია წარმოადგენს პირველ უნიკალურ სივრცეს საქართველოში, რომელიც ქართულ ბიზნესებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს, ერთ სივრცეში აერთიანებს.

SGBA-ს მთავარი მიზანია :

  • 1000 წარმატებული ქართული ბიზნესის გაერთიანება, გაყიდვების ზრდაში დახმარება (საცალო და დახურული B2B სისტემა)მედია მხარდაჭერა, დასაქმების პორტალის და ერთანი სპეციალური საკომუნიკაციო სივრცეების შექმნა;
  • 1 მილიონი მომხმარებლის გაერთიანება (პარტნიორი ბიზენს კომპანიების თანამშრომლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, სტუდენტები, მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წამომადგენლები და არარეზიდენტები/ტურისტები);

ამჟამად ასოციაცია 500-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე იზრდება და ერთ-ერთ დიდ ბიზნეს ასოციაციას წარმოადგენს საქართველოში.

ასოციაციის ფეისბუქი : https://www.facebook.com/geobusinessnewssgba

SGBA – ს პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ : https://geobusinessnews.com/category/asociaciis-partniorebi/ 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!