დღის სიახლეებირეგიონებისპორტი

„ინტერის“ საფეხბურთო აკადემია შესაძლოა საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნას

0
გაზიარება

“ინტერის’ საფეხბურთო აკადემია შესაძლოა საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნას, – ამის შესახებ ‘ბიზნესპარტნიორთან” საუბრის დრო “ინტერის” აკადემიის დირექტორმა ანა წერეთელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ლიცენზია არსებობს და ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება.

ანა წერეთლის განმარტებით, შესაძლოა აქცენტი იმერეთზე გაკეთდეს და იქ ადგილობრივების თხოვნით, პროექტი „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის სახელით განვახორციელოთ.

„იმდენად უყვართ თავიანთი ქალაქის გუნდი, რომ მათთვის ყველაფერი „ტორპედოს“ ირგვლივ ტრიალებს. ზუსტი ლოკაცია ჯერ არ ვიცით, ახლა ტერიტორიის მოძიების ეტაპზე ვართ,“ – აცხადებს წერეთელი.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის  20-ე საფეხბურთო აკადემია 2022 წლის მარტში დაფუძნდა. რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა პროექტში, ამაზე წერეთელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი საქველმოქმედოა და თანხის ოდენობა  – კონფიდენციალური.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!