„იზვესტიას“ ინფორმაციულმა უსაფრთხოების ექსპერტებმა განუცხადეს, რომ ინტერნეტ-თაღლითები Booking.com-ის რეიტინგებს სატყუარად იყენებენ.
სპამ-წერილებში მომხმარებლებს სასტუმროების მაღალი რეიტინგისთვის ფულს სთავაზობენ, ხოლო როცა პოტენციური მსხვერპლი კრიმინალებს უკავშირდება, თაღლითები მის საბარათე ან საბანკო ანგარიშის მონაცემების მოპოვებას ცდილობენ.
Booking.com-მა რუსეთში სერვისი 2022 წლის მარტში, უკრაინის ომის გამო შეწყვიტა. პორტალი რუსული საბანკო ბარათების მხარდაჭერით აღარ სარგებლობს. ასევე, რუსული IP-მისამართიდან სასტუმროების დაჯავშნა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, თაღლითები Booking-ის სერვისს სატყუარად მაინც იყენებენ. მათ სამიზნეს მხოლოდ 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები წარმოადგენენ, რადგან, კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ბანკები ამ ასაკზე უმცროს პირებზე სესხს ან ბარათებს ნაკლებად გასცემენ.
თაღლითები Booking-ის მომხმარებლებს სასტუმროების მოწონებისთვის დღეში 8000 რუბლს (100 დოლარს) სთავაზობენ
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თაღლითებმა მარკეტპლეისებზე საქონლის შეფასება-გამოსყიდვის ადრე ცნობილი სქემა განაახლეს. მისი მოდერნიზება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ეს თაღლითური სქემა უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად გამოიყენება, ამიტომ შესაძლოა, გაშიფრული და ნაკლებად ეფექტური ყოფილიყო.
პირველად ეს სქემა 2022 წლის ივნისში გამოჩნდა, როცა თაღლითები მომხმხარებლებს მარტივი ფულის გამომუშავებას მარკეტპლეის AliExpress-ზე სთავაზობდნენ.