საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებივაჭრობის სფერომშენებლობასიახლეები

ისთ ფოინთი-მრავალფეროვანი სამყარო ერთ სივრცეში

0
გაზიარება

ისთ ფოინთი, ქალაქის უახლესი, თანამედროვე, შოპინგ მოლია, რომელიც ცენტრიდან აღმოსავლეთით თხუთმეტიოდე წუთის სავალზე მდებარეობს. პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია- გრანდიოზული შენობა დანახვისთანავე მიგანიშნებთ თუ რამდენად ახალი და მრავალფეროვანი სამყაროს კარები გეხსნებათ. კონცეპტუალური შოპინგის და გართობის ცენტრი, თქვენი ოჯახის ყველა წევრს საშუალებას მისცემს მთლიანად ჩაიძიროს მოდის და გართობის სამყაროში. ისთ ფოინთი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია თავისი ინოვაციური არქიტექტურით, უნიკალური შემოთავაზებებით, ბრენდების საუკეთესო არჩევანით და რაც მთავარია, პირადად თქვენზე, მორგებული სერვისით.

იყიდეთ, მიირთვით, გაერთეთ!  – ყველაფერი ეს ისთ ფოინთშია.


მაღაზიები

რამდენადაც გრანდიოზულია ისთ ფოინთი, იმდენად დიდი არჩევანია, აქ არსებული მაღაზიების დათვალიერება, ქალაქის გაშლილ და გაჩირაღდნებულ ქუჩაზე სეირნობას ჰგავს. თქვენს ირგვლივ საშუალო და მაღალი მოდის ბრენდები ენაცვლება ერთმანეთს. ერთ სივრცეში 150-ზე მეტი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები იყრის თავს, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავის პატარა სამყაროს. ისთ  ფოინთი თბილისში შოპინგისათვის საუკეთესო მიმართულებაა.


გართობა

ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად გასართობი ადგილის შერჩევისას, ხშირად აზრები ასაკის, ან გემოვნების მიხედვით იყოფა. ამ საკითხის გადაჭრა “ორი სიტყვით” შეიძლება, ისთ ფოინთი, ცენტრი სადაც გართობის მრავალფეროვნება აქაურობის სავიზიტო ბარათია.  ჩვენთან, ისთ ფოინთში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და ვზრუნავთ მომხმარებელზე, ვქმნით კომფორტულ გარემოს და ვითვალისწინებთ მათ მოთხოვებსა და შეხედულებებს. აქ მოსულ სტუმრებს, საქართველოში ყველაზე დიდი ბოულინგის ცენტრი Lebowski Bowl Club  დაგხვდებათ, რომელიც მოწყობილია თანამედროვე ბოულინგის ბილიკებითა და ბილიარდის მაგიდებით. სპეციალურად ბავშვებისთვის, შოპინგ მოლში, უზარმაზარი გასართობი ცენტრი Focus Mokus-ი ფუნქციონირებს, რომელიც სავსეა გრანდიოზული ატრაქციონებითა და კედელზე საცოცი ბილიკებით. ასევე კინო მოყვარულებს მოლში სპეციალური სურპრიზიც ელით – საქართველოში პირველი და ექსკლუზიურად ისთ ფოინთში IMAX-ის კინო თეატრი, სადაც 10 კინო დარბაზია განთავსებული, მსოფლიო პრემიერებითა და უახლესი ფილმების ჩვენებებით.
 

კვება

შოპინგით დაღლილს და შთაბეჭდილებებით სასიამოვნოდ დატვირთულს, წახემსებაც გესიამოვნებათ. სპეციალურად მოწყობილი ქუჩა, სავსეა ნაირ-ნაირი კვების ობიექტებით. ერთ არეალში თავმოყრილ რესტორნებში, აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველს. დააგემოვნეთ საყვარელი კერძები,გასინჯეთ ახალი და ბოლომდე დატკბით სასიამოვნოდ გატარებული დღით ისთ ფოინთში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!