დღის სიახლეებისიახლეები

IT-სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 7 ათას ლარამდეა

0
გაზიარება

2023 წლის მონაცემებით, IT სექტორში 30 200 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2017 წელთან შედარებით, 11,2-ჯერ მეტია. კერძოდ, 2017 წელს სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი 2 700 კაცს შეადგენდა. ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორების შეფასებით, სექტორი მიმზიდველი დამსაქმებელი გახდა. მათივე ცნობით, სექტორის პოპულარობა კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას უკავშირდება. კერძოდ, სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 6 940 ლარი იყო 2023 წელს.

„2022-2023 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია. IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, 2023 წელს სექტორში დასაქმებული 30 200 ადამიანიდან 70-75% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2023 წელს, IT სექტორში საშუალო ანაზღაურება 6 940 ლარს შეადგენდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება ბიზნეს სექტორის საშუალოს,“- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი 2022 წლიდან სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია IT-ზე. ეს სექტორი ძირითადად თავის მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდის. 2023 წელს ექსპორტმა დაახლოებით 892 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (26%) გავიდა აშშ-ში, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!