“იტრაპეზე პირდაპირ ქოთნით” – თბილისში ახალი კვების ობიექტი “ტრაპეზარია” გაიხსნა.
ლობიო, ოჯახური და პელმენი ქოთანში, საავტორო რეცეპტებით დამზადებული სენდვიჩები, ქათმის წვნიანი, ხარჩო, გოგრის სალათა, წვნიანი, სხვადახვა დესერტები, წვენი – ეს ის კერძებია, რომლებიც მომხმარებელს “ტრაპეზარეას” 33–ლარიან ყუთებში დახვდება.
როგორც, “ტრაპეზარიას” დამფუძნებელი თამაზ სულთანოვი აღნიშნავს, კვების ობიექტი დაახლოებით თვე–ნახევარია რაც გაიხსნა და უკვე უამრავი დადებითი გამოხმაურებაც აქვთ. ამას ადასტურებს შეკვეთების მოცულობაც, მიტანის სერვისზე გათვლილ ობიექტს დღეში 40-მდე შეკვეთა აქვს.
მისივე თქმით, “ტრაპეზარიასთვის” ჯამში $25 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და ობიექტმა თანხის ძირითადი ნაწილი ე.წ “თეისთინგს” მოახმარა, რადგან ბაზარზე გამოჩენისთანავე მომხმარებელს სასურველი გემოები მიეღო.