იურისტ გიორგი ზედგენიძეს მრავალწლიანი პროფესიული კარიერა აქვს, რომელიც 1997 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლით იწყება.
2003-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ჩუღურეთის განყოფილებაში. 2006 წლიდან კი ინსპექტორის პოზიციაზე გააგრძელა საქმიანობა თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმართველოში. 2007-2008 წლებში იყო უფროსის მოადგილე-თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმართველოში;
ფუნქციები:
1.საგადასახადო დავებში საგადასახადო ინსპეციის წარმომადგენლობა
ყველა ინსტაციის სასამართლოში;
2. საგადასახადო შემოწმების აქტების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და შესაბამისი გადწყვეტილების მიღება;
3. საგადასახადო საკითხებში წარმოშობილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სათათბირო საბჭოში, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობა
2008 წლიდან ამავე სამსახურში გააგრძელა მუშაობა მთავარი სპეციალისტის
თანამდებობაზე.
2009 წელს შემოსავლების სამსახურის სამართალწარმოების სამმართველოში გააგრძელა
მუშაობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე, მთავარი სპეციალისტი იყო
ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.
2011-2017 წლებში დავით ერისთავის იურიდიულ ჯგუფში მუშაობდა მთავარი
იურისტის პოზიციაზე.
ფუნქციები:
1) საგადასახადო დავებში კერძო იურიდიული და ფიზიკური პირების ინტერესების დაცვა, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო), ასევე სასამართლოში;
2) საგადასახადო საკითხებში კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაწევა;
2017 წლიდან -2020 წლის დეკემბრამდე იყო მთავარი იურისტი შპს „მაკ-გილის“, ხოლო
2012 წლიდან დაარსა საკუთარი კომპანია შპს „საგადასახადო ადვოკატი“, ასევე როგორც ფიზიკური პირი დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას არაერთ, მათ შორის პრეცედენტულ საგადასახადო დავაში, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე სასამართლოში.
ფუნქციები:
1) საგადასახადო დავებში კერძო იურიდიული და ფიზიკური პირების ინტერესების
დაცვა, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (შემოსავლების სამსახური,
ფინანსთა სამინისტრო), ასევე სასამართლოში;
საგადასახადო საკითხებში კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაწევა;