ჯენა ორტეგა-ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სულ რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოში მეინსტრიმ აღიარება მოიპოვა. ჯენა ორტეგა პოპულარული“ადამსების ოჯახის“ სპინ ოფის – “უენსდეის“ როლით გახდა, რომელიც Netflix-მა წარადგინა.20 წლის ასაკში ჯენამ უკვე დააგროვა 4 მილიონი დოლარის წმინდა ღირებულება.
2002 წლის 27 სექტემბერს ჯენა მარი ორტეგა, კალიფორნიაში მექსიკელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჯენა მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა,რომელსაც 6 და-ძმას შორის, ის მეოთხე შვილია. რვა წლიდან უკვე ქასთინებზე დადიოდა. საბოლოოდ თავისი პირველი სამსახიობო როლი ჯენამ 2012 წელს, ათი წლის ასაკში მოიპოვა. მისი დებიუტი სერიალში Baby Bug შედგა. შემდეგ გამოჩნდა CSI-ის Unspoken ეპიზოდში: ეიმ მურის როლში.
ბევრი მცდელობის შემდეგ ახალაზრდა მსახიობის კარიერა უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. ერთ-ერთი დამასახსოვრებელი როლი ორტეგამ შეასრულა Iron Man 3-ში. სწორედ ამის შემდეგ შეამჩნიეს პროდიუსერებმა. ჯენას არ ჰქონია ჩვეულებრივი მოზარდისთვის დამახასიათებელი ბავშვობა. თავდაუზოგავი მუშაობის გამო მან ბევრი რამ გამოტოვა.
2014 წელს, იგი შეუერთდა მსახიობებს სერიალის Rake-ში, რომელიც ეთერში 2014 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა. იმ დროს მან ასევე ითამაშა როლი რომანტიკულ-დრამატულ სერიალში Jane the Virgin. 2014 წელსვე ითამაშა კომედიურ ფილმში The Little Rascals Save the Day. შემდეგ კი მისით Netflix-ის რეჟისორები დაინტერესდნენ.
2021 წელს ჯენამ ითამაშა დრამატულ ფილმში The Fallout, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა. 2022 წელი კი მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი აღმოჩნდა. მან ითამაშა საშინელებათა თრილერულ ფილმებში, მათ შორის American Carnage, X, Scream და Studio 666.
Netflix-ის სერიალ “უენსდეიში“ კი ჯენამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ედუ დვარის თქმით, 2022 წლის ნოემბრისთვის მსახიობი 4 მილიონ დოლარს ფლობს, რაც მისი ასაკისთვის ნამდვილად დიდი სიმდიდრეა.