უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიაიმერეთირეგიონები

ჯიმ კერიმ NFT-ი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სასტუმროა გამოსახული

0
გაზიარება

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT-ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახი არის გამოსახული. აღსანიშნავია, რომ შვედი არტისტების NFT-ნამუშევარი მეტაფორულ დატვირთვას ატარებს – ის ციფრულად ისე არის დამუშავებული, თითქოს მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალამ გაიმარჯვა. ამგვარი ეფექტის მისაღებად არტისტებმა ოთახში გამწვანება შეიტანეს – იატაკიდან ბალახი და ყვავილები ამოდის, ხოლო სურათის ბოლოში, ოთახში ამოზრდილ ხეს ვხედავთ.

„[ამ NFT-ნამუშევრით] წარსულისა და მომავლის, ფიზიკურისა და ციფრული სამყაროების სიურრეალისტური შერწყმა მივიღეთ. გასულ თვეებში, ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული რამდენიმე შენობა უკვე დანგრეულია, რაც დროის გასვლასთან ერთად ზრდისა და განადგურების ციკლის თემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, – ვკითხულობთ შვედი არტისტების განცხადებაში.

საინტერესოა, რომ წყალტუბოს ერთ-ერთი მიტოვებული სანატორიუმის გაცოცხლებული ფოტო ჯიმ კერის პირველი NFT-ნამუშევარია. „ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს. ჯეიმს ჯოისი ამბობდა, რომ ეს კარგი რამაა. დიდ მადლობას ვუხდი რაიან კუპმანსს ბუნების ნატიფი და უმოწყალო გარდაქმნის ნაზად გამოსახვისთვის. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი NFT-ია“, – წერს მსახიობი Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!