jobs.ge-ზე ბოლო 6 თვეში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.4%-ით გაიზარდა
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით jobs.ge-ზე 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ინფორმაცია აღნიშნულია PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10,988 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია – აღნიშნულია ანგარიშში.