2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 197%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, 2022 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 5.5% შეადგინა. კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის აგვისტოში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 2 543 ვაკანსია საიტზე ლოჯისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუციის დარგში გამოცხადდა; მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები – 2 074 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 1 542 ვაკანსია დაფიქსირდა.
ჩამონათვალში ხვდება ასევე:
ფინანსები/სტატსიტიკა – 1 151 ვაკანსია;
ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება – 315 ვაკანსია;
სხვა – 1 577 ვაკანსია.