რეგიონებიRSS კატეგორიაკახეთისიახლეები

კახეთში, 500-ზე მეტი ახალი პროექტი ხორციელდება

0
გაზიარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კაკაბაძემ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ, განიხილეს ცენტრალური ბიუჯეტიდან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

„განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც ახორციელებენ და მართავენ თავად მუნიციპალიტეტები. ეს პროექტები დაფინანსებულია ისეთი სხვადასხვა ფონდებიდან, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მთის ფონდი და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ჯამურად, კახეთის რეგიონში ასეთი, დაახლოებით 96 მილიონი ლარის 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ამჟამად, პროექტების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ნაწილზე ტენდერია დაწყებული, ნაწილი კი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა,“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, ადგილზეც გაეცნო.

ილია ბეგიაშვილის თქმით, პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მოცემულ ეტაპზე გამოწვევები არ ვლინდება არც შესრულების ვადებთან და არც ხარისხთან მიმართებაში. ქალაქ თელავში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები, რომლითაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტით, ტელეფონის დამტენით, ხოლო ე.წ. ლაითბოქსზე დატანილი თელავის ტურისტული რუკიდან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდებისა და QR კუბების განთავსებაც. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ამავე პროგრამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 1 ჰექტარის ფართობზე შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, საბავშვო და სავარჯიშო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი სკვერის გაშენებას 1.9 მილიონი ლარი მოხმარდება.

ქალაქ გურჯაანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში კი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებია დაწყებული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მარიამჯვარის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სამუშაოები, რასაც 2.3 მილიონი ლარი მოხმარდება. ასევე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ზემო და ქვემო ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფელ აწყურის საბავშვო ბაღის მშენებლობისა და სოფელ არაშენდაში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებიც.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!